ბოლო პერიოდში, უცხოურ პრესაში აქტიურად იწერება, რომ ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა მანჩესტერ იუნაიტედს სურს.
წითელი ეშმაკების ახალი მთავარი მწვრთნელის რუბენ ამორიმის მთავარი მოთხოვნა სწორედ კვარაცხელიას ყიდვაა და კლუბი მზადაა მის სანაცვლოდ 90 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.
ჭორია თუ სიმართლე? - LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით ამ ეტაპზე კვარას მანჩესტერში ტრანსფერზე მოლაპარაკებები საერთოდ არ მიმდინარეობს. ამორიმის ახალ კლუბთან ერთად ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია და ჯერჯერობით, მას სხვა საფიქრალი აქვს - დაალაგოს ამჟამინდელი გუნდი და "ჭაობიდან" ამოიყვანოს.
რა თქმა უნდა, ისეთი დიდი გუნდი, როგორიც მანჩესტერია, სამომავლო პერსპექტივისთვის ამა თუ იმ ფეხბურთელის ყიდვას განიხილავს, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ დაკვირვების დონეზეა.
თავის მხრივ, სხვა ფიქრებშია კვარაცხელიას მხარეც. ნაპოლის ხელმძღვანელობა და ფეხბურთელის აგენტები ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებენ. ამასთანავე, ზაფხულში კვარას ერთი სარფიანი შეთავაზება პსჟ-დან უკვე ჰქონდა, რომელიც ნაპოლიმ დაბლოკა, თუმცა პსჟ-ს კვარა მიზანში კვლავ ჰყავს ამოღებული და გაჩერებას არ აპირებს.
შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მანჩესტერის მთავარ მწვრთნელს კვარაცხელიას ყიდვა უნდა და მის სანაცვლოდ 90 მილიონის გადახდას აპირებენ, ამ ეტაპზე სიმართლეს არ შეესაბამება.
კევინ დე ბრუინი დაბრუნდა ეტიჰადზე, თუმცა ამჯერად მეტოქის, ნაპოლის ფეხბურთელის რანგში. დრამატული მატჩი, რომელმაც ვერ გამოავლინა მოგებული, 2:2. ბელგიელმა ფლეიმეიქერმა მოედანზე გაატარა 75 წუთი, მისი პასების სიზუსტე კი იყო ტრადიციულად დიდებული: 38/41, 93%. ნაპოლის გამთამაშებელი დაბრუ…
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტური გაგრძელდება ოთხშაბათის მატჩებით, მთავარ მოვლენად კი შეგვიძლია პარი სენ-ჟერმენისა და რომას დუელი შევრაცხოთ. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან. პარი სენ-ჟერმენი VS რომა | 23:55 პარი სენ-ჟერმენი, რეალ მადრიდთან ერთად ამ მომენტის…
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტურის სამშაბათის მატჩები. საღამოს ცენტრალურმა დაპირიპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა - მანჩესტერ სიტისა და ნაპოლის შეხვედრა 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 2-ჯერ აგებდნენ კიდეც, მაგრამ რაიან შერკისა და აიუბ ბუადის დამსახურებით…
ეროვნული ლიგის 34-ე ტურის პირველი შეხვედრა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც ერთმანეთს გაგრა და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ. ანგარიში 36-ე წუთზე დინამოელთა შემტევმა ანგალისე ბამ გახსნა, თუმცა მეორე ტაიმის სტარტზე გაგრამ ანგარიში გაათანაბრა, თავი გურამ გოშთელი…
დადასტურებულად - ჩელსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ალექს სკოტის დამატებას კიდევ ერთხელ შეეცდება! ინგლისელი ნახევარმცველი ლონდონური კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა, ამის შესახებ გავლენიანი ბრიტანული გამოცემები იუწყებიან. შეგახსენებთ, "არისტოკრატებს“ ფეხბურთელის შეძენა…
ინტერის ნახევარმცველმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ ტრავმა მიიღო. თურქ ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევები დღეს ჩაუტარდა, რომლებმაც მარჯვენა ბარძაყის მომხრელი კუნთების დაზიანება გამოავლინა. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, ჩალჰანოღლუ მოედანს 4 კვირაში დაუბრუნდება. შესაბამისად, 32 წლის ნახევარმ…
მიმდინარე სეზონს პსჟ დიდი დანაკლისით გააგრძელებს - გუნდის მთავარი ლიდერები დეზირე დუე და ხვიჩა კვარაცხელია პარიზელებს დიდი ხნით გამოაკლდნენ. ამასთან დაკავშირებით ლუის ენრიკეს კითხვა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაუსვეს. "სამწუხაროდ, ეს ფეხბურთის პროცესია, ყველა გუნდს ჰყავს ტრავმი…