ეროვნული ლიგის 31-ე ტური ფოთის კოლხეთისა და სამგურალის დაპირისპირებით დაიწყო. მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს, რის შემდეგაც წყალტუბოელები უპირატესობას დაეუფლნენ, მეორე ნახევრის ბოლოს ანგარიში გაათანაბრეს და ფრედ 1:1 ითამაშეს.
აუტსაიდერების მატჩი გაგრასა და სამტრედიას შორის, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გამარჯვების გოლი გიორგი ხარებაშვილმა გაიტანა.
დღის ცენტრალური მატჩი დინამო არენაზე შედგა, სადაც ლიდერმა იბერიამ დინამო თბილისი ანგარიშით 2:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა განიმტკიცა.
ანგარიში სილამ პირველივე წუთზე გახსნა. 6-წუთიან შუალედში მაისურაძემ ორი ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მოედნიდან გააძევეს და დინამოს საქმე უფრო გართულდა.
32-ე წუთზე მამაგეიშვილის გადაცემით სილამ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ხვალ, 31-ე ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება - დინამო ბათუმი თელავს უმასპინძლებს, ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდები - დილა და ტორპედო კი ერთმანეთს გორში დაუპირისპირდებიან.
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტურში პარი სენ-ჟერმენი რომას მიიღებს. ეს მატჩი განსაკუთრებული იქნება მასპინძლების მთავარი მწვრთნელისთვის, ლუის ენრიკესთვის, რომელიც ბარსელონას სარეზერვო გუნდიდან წასვლის მერე, 2011-2012 წლებში პირველ ნაბიჯებს სადამრიგებლო საქმიანობაში სწორედ "ჯალოროსი…
სუპერლიგის ახალი სეზონი საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო. არაერთ გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, მაყურებლებმა კი განვლილ შვიდ ტურში საინტერესო დაპირისპირებები იხილეს. წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტი ბლექ ფორტრესში ხორციელდება, სადაც სეზონის დაწყებამ…
პეპ გვარდიოლამ ბოლო ინტერვიუში იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესაძლებლობაზე და ამ შეთავაზებაზე უარის თქმის მიზეზებზე ისაუბრა. "დიახ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მქონდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ თემაზე საჯაროდ ვსაუბრობ. იტა…
გიგა ჭიკაძის მისია UFC-ში დასრულდა. მსოფლიოს მთავარი პრომოუშენის პირველი ქართველი ვარსკვლავი, ვისი დამსახურებითაც MMA-ში დიდ წარმატებაზე ფიქრი ჩვენთვის რეალური გახდა. ვიხილეთ საჩემპიონო ქამრებით დამშვენებულები მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია, გვეიმედება ალექსანდრე თოფურიასი, ლევ…
ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-ს დამარცხების შემდეგ მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა მედიასთან საკუთარ ასპარეზობაზე, გუნდში არსებულ მდგომარეობასა და ჟოზე მოურინიოს განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. „ჩემი გოლი? გულწრფელად რომ ვთქვა, თავადაც ვერ ვხვდები, როგორ გავიტანე. ალბათ, ეს ჩემ…
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში მადრიდის „რეალმა“ პსვ დაამარცხა. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიომ გუნდის თამაში შეაფასა და ჯუდ ბელინგემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. "ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ ჯუდ ბელინგემი პლანეტის საუკეთესო ნახევარმცველია. სკანდალია ის ფაქტი, რომ ოქროს ბურ…
კევინ დე ბრუინი დაბრუნდა ეტიჰადზე, თუმცა ამჯერად მეტოქის, ნაპოლის ფეხბურთელის რანგში. დრამატული მატჩი, რომელმაც ვერ გამოავლინა მოგებული, 2:2. ბელგიელმა ფლეიმეიქერმა მოედანზე გაატარა 75 წუთი, მისი პასების სიზუსტე კი იყო ტრადიციულად დიდებული: 38/41, 93%. ნაპოლის გამთამაშებელი დაბრუ…