ინგლისის ლიგის თასზე ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართა სენტ ჯეიმს პარკზე, სადაც ერთმანეთს ნიუკასლი და არსენალი დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრას ედი ჰაუს გუნდი ორბურთიანი უპირატესობით შეხვდა, რის გამოც ნიუკასლს სანერვიულო ნაკლებად ჰქონდა.
მატჩი მასპინძელი გუნდისთვის საკმაოდ კარგად დაიწყო და შეხვედრის მე-19 წუთზე ჯეიკობ მერფმა ნიუკასლს უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. ამ ყველაფერს მეორე ტაიმში კიდევ ერთი გოლიც მოჰყვა, რომელიც ენტონი გორდონმა შეაგდო. მატჩი საბოლოო ჯამში 2-0 დასრულდა.
ნიუკასლმა არსენალს მეორე მატჩიც მოუგო და ფინალში დამსახურებულად გავიდა. ედი ჰაუს გუნდის მეტოქე ტოტენჰემი-ლივერპულს შორის გამარჯვებული იქნება. ეს მატჩი დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, ტოტენჰემმა პირველ მატჩში ლივერპული 1-0 დაამარცხა.
კევინ დე ბრუინი დაბრუნდა ეტიჰადზე, თუმცა ამჯერად მეტოქის, ნაპოლის ფეხბურთელის რანგში. დრამატული მატჩი, რომელმაც ვერ გამოავლინა მოგებული, 2:2. ბელგიელმა ფლეიმეიქერმა მოედანზე გაატარა 75 წუთი, მისი პასების სიზუსტე კი იყო ტრადიციულად დიდებული: 38/41, 93%. ნაპოლის გამთამაშებელი დაბრუ…
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტური გაგრძელდება ოთხშაბათის მატჩებით, მთავარ მოვლენად კი შეგვიძლია პარი სენ-ჟერმენისა და რომას დუელი შევრაცხოთ. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან. პარი სენ-ჟერმენი VS რომა | 23:55 პარი სენ-ჟერმენი, რეალ მადრიდთან ერთად ამ მომენტის…
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტურის სამშაბათის მატჩები. საღამოს ცენტრალურმა დაპირიპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა - მანჩესტერ სიტისა და ნაპოლის შეხვედრა 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 2-ჯერ აგებდნენ კიდეც, მაგრამ რაიან შერკისა და აიუბ ბუადის დამსახურებით…
ეროვნული ლიგის 34-ე ტურის პირველი შეხვედრა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც ერთმანეთს გაგრა და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ. ანგარიში 36-ე წუთზე დინამოელთა შემტევმა ანგალისე ბამ გახსნა, თუმცა მეორე ტაიმის სტარტზე გაგრამ ანგარიში გაათანაბრა, თავი გურამ გოშთელი…
დადასტურებულად - ჩელსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ალექს სკოტის დამატებას კიდევ ერთხელ შეეცდება! ინგლისელი ნახევარმცველი ლონდონური კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა, ამის შესახებ გავლენიანი ბრიტანული გამოცემები იუწყებიან. შეგახსენებთ, "არისტოკრატებს“ ფეხბურთელის შეძენა…
ინტერის ნახევარმცველმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ ტრავმა მიიღო. თურქ ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევები დღეს ჩაუტარდა, რომლებმაც მარჯვენა ბარძაყის მომხრელი კუნთების დაზიანება გამოავლინა. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, ჩალჰანოღლუ მოედანს 4 კვირაში დაუბრუნდება. შესაბამისად, 32 წლის ნახევარმ…
მიმდინარე სეზონს პსჟ დიდი დანაკლისით გააგრძელებს - გუნდის მთავარი ლიდერები დეზირე დუე და ხვიჩა კვარაცხელია პარიზელებს დიდი ხნით გამოაკლდნენ. ამასთან დაკავშირებით ლუის ენრიკეს კითხვა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაუსვეს. "სამწუხაროდ, ეს ფეხბურთის პროცესია, ყველა გუნდს ჰყავს ტრავმი…