სერია ა-ს 27-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი სან სიროზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს მილანი და ლაციო დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრას "როსონერი" ძალიან ცუდ ფორმაში შეხვდა, რასაც ფანების პროტესტიც დაემატა. მილანური გრანდის ფან-დაჯგუფების "კურვა სუდის" წევრები, მოედანზე მატჩის დაწყებიდან მე-15 წუთზე შევიდნენ, რა დროსაც საყვარელი გუნდის გამხნევების მაგივრად, კლუბის მფლობელის, ფეხბურთელებისა და ხელმძღვანელობის წინააღმდეგ საპროტესტო შეძახილები დაიწყეს.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ლაციომ მილანი ყველა კომპონენტში დაჯაბნა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. "არწივებიდან" გოლების გატანა მატია ძაკანიმ და პედრო როდრიგესმა მოახერხეს, "როსონერიდან" ერთადერთი გოლი კი სამუელ ჩუკვუეზემ შეაგდო. მატჩი საბოლოო ჯამში 1-2 დასრულდა. მილანმა ზედიზედ მესამე მატჩი წააგო.
სერჟიუ კონსეისაუს გუნდი 41 ქულით, მე-9 პოზიციაზე დარჩა. ხოლო რაც შეეხება რომაულ გუნდს, ლაციომ 50 ქულა მოაგროვა და მე-4 პოზიციამდე აღზევდა.
კევინ დე ბრუინი დაბრუნდა ეტიჰადზე, თუმცა ამჯერად მეტოქის, ნაპოლის ფეხბურთელის რანგში. დრამატული მატჩი, რომელმაც ვერ გამოავლინა მოგებული, 2:2. ბელგიელმა ფლეიმეიქერმა მოედანზე გაატარა 75 წუთი, მისი პასების სიზუსტე კი იყო ტრადიციულად დიდებული: 38/41, 93%. ნაპოლის გამთამაშებელი დაბრუ…
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტური გაგრძელდება ოთხშაბათის მატჩებით, მთავარ მოვლენად კი შეგვიძლია პარი სენ-ჟერმენისა და რომას დუელი შევრაცხოთ. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან. პარი სენ-ჟერმენი VS რომა | 23:55 პარი სენ-ჟერმენი, რეალ მადრიდთან ერთად ამ მომენტის…
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტურის სამშაბათის მატჩები. საღამოს ცენტრალურმა დაპირიპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა - მანჩესტერ სიტისა და ნაპოლის შეხვედრა 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 2-ჯერ აგებდნენ კიდეც, მაგრამ რაიან შერკისა და აიუბ ბუადის დამსახურებით…
ეროვნული ლიგის 34-ე ტურის პირველი შეხვედრა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც ერთმანეთს გაგრა და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ. ანგარიში 36-ე წუთზე დინამოელთა შემტევმა ანგალისე ბამ გახსნა, თუმცა მეორე ტაიმის სტარტზე გაგრამ ანგარიში გაათანაბრა, თავი გურამ გოშთელი…
დადასტურებულად - ჩელსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ალექს სკოტის დამატებას კიდევ ერთხელ შეეცდება! ინგლისელი ნახევარმცველი ლონდონური კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა, ამის შესახებ გავლენიანი ბრიტანული გამოცემები იუწყებიან. შეგახსენებთ, "არისტოკრატებს“ ფეხბურთელის შეძენა…
ინტერის ნახევარმცველმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ ტრავმა მიიღო. თურქ ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევები დღეს ჩაუტარდა, რომლებმაც მარჯვენა ბარძაყის მომხრელი კუნთების დაზიანება გამოავლინა. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, ჩალჰანოღლუ მოედანს 4 კვირაში დაუბრუნდება. შესაბამისად, 32 წლის ნახევარმ…
მიმდინარე სეზონს პსჟ დიდი დანაკლისით გააგრძელებს - გუნდის მთავარი ლიდერები დეზირე დუე და ხვიჩა კვარაცხელია პარიზელებს დიდი ხნით გამოაკლდნენ. ამასთან დაკავშირებით ლუის ენრიკეს კითხვა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაუსვეს. "სამწუხაროდ, ეს ფეხბურთის პროცესია, ყველა გუნდს ჰყავს ტრავმი…