ალექს პერეირა VS ჯონ ჯონსი - MMA-ს ფანებისთვის საოცნებო მძიმე წონის შეხვედრა, სადაც ბრაზილიელ მებრძოლს მიეცემა შანსი, დაამარცხოს ჯონსი და ხელში მეორე დივიზიის ქამარიც ჩაიგდოს.
ამ დაპირისპირების ჩანიშვნაზე, UFC-ს ჯერ-ჯერობით ფიქრი არ დაუწყია, რადგან ორივე მებრძოლს, გარშემო უამრავი კონტენდერი ყავთ, რომელთანაც ჩხუბი სპორტული თვალსაზრისით უფრო ლოგიკური უნდა იყოს.
ალექს პერეირას პოტენციურ ბრძოლად ხალხი მაგომედ ანკალაევს ასახელებს, ხოლო ჯონ ჯონსის შემთხვევაში - ტომ ასპინალს.
მიუხედავად იმისა, მაინც შეგვიძლია ვიქონიოთ იმის იმედი, რომ მომავალში, ამ ორი სახიფათო მებრძოლის დაჯახებას ვიხილავთ, რადგან არა მარტო ჯონსმა, არამედ ცოტა ხნის წინ, პოატანმა ამერიკელ მებრძოლთან ჩხუბზე, სურვილი გამოთქვა.
"რაც შეეხება ჯონ ჯონსს, მისი შემდეგი გამოწვევა ჯერ-ჯერობით ტომ ასპინალია. თუ ის ტომ ასპინალს დაამარცხებს, მასთან ჩხუბი გარდაუვალი იქნება" - განაცხადა ქვე-მძიმე წონის ჩემპიონმა ერთ-ერთ სპორტულ არხთან ინტერვიუში.
ქართული MMA-ს ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი, ვინც ჯერ კიდევ 1990-იან წლებში ჩხუბობდა შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში - ლევან ლაგვილავა. La Gazzetta Dello Sport Georgia გაესაუბრა ვეტერან მებრძოლსა და მის შვილს, ლევან ლაგვილავა უმცროსს, რომელიც მამის გზას ღირსეულად აგრძელებს. - ხართ…
ქართველი მებრძოლის, UFC-ის ყოფილი ჩემპიონის მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია თბილისში ოფიციალურად გაიხსნა. აკადემიის შესახებ, მერაბ დვალიშვილმა, La Gazzetta dello Sport Georgia-სთან ისაუბრა: „ჩემი ოცნება იყო, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების დარბაზი გვქონოდა და ყველა მებრძოლს…
5 დეკემბერს, ნიკა საბანაშვილს უნდა ჰქონოდა ბრძოლა მაგდი ამაჩოვთან, თუმცა ამ უკანასკნელმა ივენთის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ჩხუბზე უარი განაცხადა. La Gazzetta Dello Sport Georgia დაუკავშირდა ქართველ მებრძოლს და მასთან ჩაწერა ინტერვიუ, რომელიც დაღესტნელ მოწინააღმდეგესთან ჩხუბის გა…
ქართველი მებრძოლის, UFC-ის ყოფილი ჩემპიონის მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია თბილისში ოფიციალურად გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების აკადემია მერაბ დვალიშვილმა მეგობრებთან, საბა ლაზიშვილთან, ზვიად ლაზაშვილთან და ალჯამეინ სტერლინგთან ერთად საზეიმოდ გახსნა. ცერემონიას პროფესიონალი მებ…
ალექსანდრე თოფურია განცხადებას ავრცელებს: "პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ღმერთს ყველაფრისთვის, როგორც გამარჯვებისას, ისე მარცხისას.არსებობს ისეთი რამ, რაც ჩვენს კონტროლს მიღმაა და ზოგჯერ იმ მომენტში შეუძლებელია მისი გამოსწორება. ზუსტად ეს დამემართა გუშინ ღამით. ბრძოლის პ…
ალექსანდრე თოფურიას ბრძოლასთან დაკავშირებით, ქართველი მოკრივე, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი და ალექსანდრეს მეგობარი ლაშა გურული განცხადებას ავრცელებს: "ერთი ბრძოლა ვერ შეცვლის იმას, ვინც ხარ. მე ვიცი შენი გული, შენი შრომა და შენი ხასიათი. ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით, ძმაო! ის…
ალექსანდრე თოფურიას წაგებასთან დაკავშირებით, ილია თოფურია განცხადებას ავრცელებს: "როგორც ყოველთვის ვამბობ, დიდება და ტკივილი ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია. ბრძოლის საწყის წუთებში ჩემმა ძმამ მარცხენა მხარი ამოიგდო, რამაც ბრძოლის მიმდინარეობა სრულად შეცვალა. ბევრს აინტერესებდა, რატ…