დღეს, ევროპა ლიგის 2024/2025 წლების სეზონის გათამაშება აიღებს სტარტს. რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გაიმართება. განვიხილოთ თითოეული მათგანი.
მანჩესტერ იუნაიტედი V ტვენტე
აღნიშნული დაპირისპირება შეგვიძლია ცენტრალურ შეხვედრად მივიჩნიოთ. მანჩესტერის მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს ტვენტესთან ბევრი რამ აკავშირებს. ნიდერლანდელი თავკაცი სწორედ ენსჰედელთა აღზრდილია და ამის გარდა, 1989-1990, 1992-1994, 1996-2002 წლებში ის თავის მშობლიურ კლუბში თამაშობდა.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, იუნაიტედის ამჟამინდელი მწვრთნელი 2002-2008 წლებში "წითლების" ახალგაზრდულ სექტორში მუშაობდა, 2006-2009 წლებში კი - ასისტენტადაც. ვნახოთ, რა მოუმზადა 54 წლის თავკაცმა "ცხენებს". რაც შეეხება ამჟამინდელ სეზონს, "ეშმაკები" პრემიერ ლიგაში მე-11 პოზიციაზე არიან, არკე სთეიდიუმის ბინადრები კი ერედივიზიაში მე-4 ადგილზე არიან.
გალათასარაი V პაოკი
თურქულ - ბერძნული დაპირისპირება ყოველთვის დიდ ვნებათაღელვასთან არის დაკავშირებული. გალათასარაის ამ ქვეყნის გუნდების წინააღმდეგ სხვადასხვა დროს 10 მატჩი აქვს ჩატარებული. 6 თამაში სტამბოლელთა მოგებით დასრულდა, 3 ბერძენთა მოგებით და მხოლოდ 1 ფრე. კონკრეტულად პაოკს "ლომები" არასდროს შეხვედრილან.
დინამო კიევი V ლაციო
იყო დრო, როდესაც ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე უპირისპირდებოდნენ, თუმცა დღეს, დინამოსა და ლაციოს დაპირისპირებამ ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა. 1999/00 წლების სეზონში რომაელებმა 2-ვე მატჩი მოიგეს. კიეველების მხარეს თამაშობდა კახა კალაძე, რომელიც მოგვიანებით მილანში გადავიდა.
"არწივებს" კი ნამდვილი ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავდათ. თავად განსაჯეთ - რობერტო მანჩინი, სინიშა მიხაილოვიჩი, პაველ ნედვედი, ალესანდრო ნესტა და სხვები. მართალია, "ბიანკოჩელესტეს" შემადგენლობა აღარ არის ისეთი ვარსკვლავური, მაგრამ ეს მატჩი მაინც დიდ ინტერესს იწვევს.
დღევანდელი თამაშების სრული განრიგი კი ასეთია:
20:45 - ბოდო გლიმტი-პორტო
20:45 - ალკმაარი-ელფსბორგი
23:00 - მანჩესტერ იუნაიტედი-ტვენტე
23:00 - ნიცა-სოსიედადი
23:00 - დინამო კიევი-ლაციო
23:00 - გალათასარაი-პაოკი
23:00 - მიდტიულანდი-ჰოფენჰაიმი
23:00 - ანდერლეხტი-ფერენცვაროში
23:00 - ლუდოგორეცი-სლავია
მილანის ლეგენდები თბილისში - ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის დეტალური განხილვა.
კევინ დე ბრუინი დაბრუნდა ეტიჰადზე, თუმცა ამჯერად მეტოქის, ნაპოლის ფეხბურთელის რანგში. დრამატული მატჩი, რომელმაც ვერ გამოავლინა მოგებული, 2:2. ბელგიელმა ფლეიმეიქერმა მოედანზე გაატარა 75 წუთი, მისი პასების სიზუსტე კი იყო ტრადიციულად დიდებული: 38/41, 93%. ნაპოლის გამთამაშებელი დაბრუ…
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტური გაგრძელდება ოთხშაბათის მატჩებით, მთავარ მოვლენად კი შეგვიძლია პარი სენ-ჟერმენისა და რომას დუელი შევრაცხოთ. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან. პარი სენ-ჟერმენი VS რომა | 23:55 პარი სენ-ჟერმენი, რეალ მადრიდთან ერთად ამ მომენტის…
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტურის სამშაბათის მატჩები. საღამოს ცენტრალურმა დაპირიპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა - მანჩესტერ სიტისა და ნაპოლის შეხვედრა 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 2-ჯერ აგებდნენ კიდეც, მაგრამ რაიან შერკისა და აიუბ ბუადის დამსახურებით…
ეროვნული ლიგის 34-ე ტურის პირველი შეხვედრა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც ერთმანეთს გაგრა და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ. ანგარიში 36-ე წუთზე დინამოელთა შემტევმა ანგალისე ბამ გახსნა, თუმცა მეორე ტაიმის სტარტზე გაგრამ ანგარიში გაათანაბრა, თავი გურამ გოშთელი…
დადასტურებულად - ჩელსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ალექს სკოტის დამატებას კიდევ ერთხელ შეეცდება! ინგლისელი ნახევარმცველი ლონდონური კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა, ამის შესახებ გავლენიანი ბრიტანული გამოცემები იუწყებიან. შეგახსენებთ, "არისტოკრატებს“ ფეხბურთელის შეძენა…
ინტერის ნახევარმცველმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ ტრავმა მიიღო. თურქ ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევები დღეს ჩაუტარდა, რომლებმაც მარჯვენა ბარძაყის მომხრელი კუნთების დაზიანება გამოავლინა. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, ჩალჰანოღლუ მოედანს 4 კვირაში დაუბრუნდება. შესაბამისად, 32 წლის ნახევარმ…
მიმდინარე სეზონს პსჟ დიდი დანაკლისით გააგრძელებს - გუნდის მთავარი ლიდერები დეზირე დუე და ხვიჩა კვარაცხელია პარიზელებს დიდი ხნით გამოაკლდნენ. ამასთან დაკავშირებით ლუის ენრიკეს კითხვა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაუსვეს. "სამწუხაროდ, ეს ფეხბურთის პროცესია, ყველა გუნდს ჰყავს ტრავმი…