NBA-ის პლეიოფის 1/2 ფინალური ეტაპის სერიის მეოთხე მატჩი გაიმართა ამერიქან ეარლაინ ცენტრში, სადაც კრის ფინჩის გუნდმა, დალას მავერიქსი დაამარცხა და სერიაში ანგარიში შეამცირა. მაყურებელმა საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული მატჩი იხილა, სადაც შეიძლება ითქვას, რომ ტიმბერვულვზმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 100:105 დაფიქსრიდა.
მინესოტას ენტონი ედვარდსმა ულიდერა, რომელიც პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 22 წლის ამერიკელმა 29 ქულა ჩააგდო, 10 მოხსნა შეასრულა და 9 პასითაც გამოიჩინა თავი. რაც შეეხება დალასიდან საუკეთესო მოთამაშეს, გუნდს ლუკა დონჩიჩმა კიდევ ერთხელ ულიდერა. 25 წლის კალათბურთელმა 28 ქულა ჩააგდო, 15 მოხსნა შეასრულა და 10 პასითაც მოამარაგა გუნდელები. ამ გასაოცარი სტატისტიკის მიუხედავად, დალასმა სერია ვერ დახურა და წინ მე-5 მატჩი გველოდება
სერიის მე-5 მატჩი უკვე მინეაპოლისში გაიმართება, კერძოდ 31 მაისს, თბილისის დროით 04:30 საათზე.
კევინ დე ბრუინი დაბრუნდა ეტიჰადზე, თუმცა ამჯერად მეტოქის, ნაპოლის ფეხბურთელის რანგში. დრამატული მატჩი, რომელმაც ვერ გამოავლინა მოგებული, 2:2. ბელგიელმა ფლეიმეიქერმა მოედანზე გაატარა 75 წუთი, მისი პასების სიზუსტე კი იყო ტრადიციულად დიდებული: 38/41, 93%. ნაპოლის გამთამაშებელი დაბრუ…
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტური გაგრძელდება ოთხშაბათის მატჩებით, მთავარ მოვლენად კი შეგვიძლია პარი სენ-ჟერმენისა და რომას დუელი შევრაცხოთ. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან. პარი სენ-ჟერმენი VS რომა | 23:55 პარი სენ-ჟერმენი, რეალ მადრიდთან ერთად ამ მომენტის…
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტურის სამშაბათის მატჩები. საღამოს ცენტრალურმა დაპირიპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა - მანჩესტერ სიტისა და ნაპოლის შეხვედრა 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 2-ჯერ აგებდნენ კიდეც, მაგრამ რაიან შერკისა და აიუბ ბუადის დამსახურებით…
ეროვნული ლიგის 34-ე ტურის პირველი შეხვედრა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც ერთმანეთს გაგრა და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ. ანგარიში 36-ე წუთზე დინამოელთა შემტევმა ანგალისე ბამ გახსნა, თუმცა მეორე ტაიმის სტარტზე გაგრამ ანგარიში გაათანაბრა, თავი გურამ გოშთელი…
დადასტურებულად - ჩელსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ალექს სკოტის დამატებას კიდევ ერთხელ შეეცდება! ინგლისელი ნახევარმცველი ლონდონური კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა, ამის შესახებ გავლენიანი ბრიტანული გამოცემები იუწყებიან. შეგახსენებთ, "არისტოკრატებს“ ფეხბურთელის შეძენა…
ინტერის ნახევარმცველმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ ტრავმა მიიღო. თურქ ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევები დღეს ჩაუტარდა, რომლებმაც მარჯვენა ბარძაყის მომხრელი კუნთების დაზიანება გამოავლინა. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, ჩალჰანოღლუ მოედანს 4 კვირაში დაუბრუნდება. შესაბამისად, 32 წლის ნახევარმ…
მიმდინარე სეზონს პსჟ დიდი დანაკლისით გააგრძელებს - გუნდის მთავარი ლიდერები დეზირე დუე და ხვიჩა კვარაცხელია პარიზელებს დიდი ხნით გამოაკლდნენ. ამასთან დაკავშირებით ლუის ენრიკეს კითხვა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაუსვეს. "სამწუხაროდ, ეს ფეხბურთის პროცესია, ყველა გუნდს ჰყავს ტრავმი…