LaGazzetta-ს სტუდიაში პოდკასტი "ფეხბურთთან ახლოს" მორიგი ეპიზოდი ჩაიწერა, სადაც საინტერესო თემებზე შედგა საუბარი.
პოდკასტის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ ნოემბრის სანაკრებო მატჩებზე, როგორც ეროვნული ნაკრების, ისე 21-წლამდე გუნდის. გავარჩიეთ ვილი სანიოლის გუნდის პერფორმანსი უკრაინასთან და ვისაუბრეთ რამაზ სვანაძის გუნდის გამარჯვებაზე ხორვატიასთან.
გავარჩიეთ ჩეხეთის ეროვნული ნაკრები, ვისაუბრეთ მათ დანაკლისზე და სათამაშო სტილზე. ასევე A დივიზიონში დაწინაურების ყველა გზაც მიმოვიხილეთ.
პოდკასტის მეორე ნაწილი დაეთმო ლეგიონერების ამბებს — ვისაუბრთ გიორგი მიქაუტაძეზე და ლიონის ფინანსურ პრობლემებზე, განვიხილეთ ტრაბზონსპორის სატრანსფერო გეგმებზე ქართულ ბაზარზე და ბოლოსკენ ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის დეტალებიც გავაცანით მაყურებელს.
სხვა საინტერესო ამბებისა და ინფორმაციის მოსმენა ჩვენი პოდკასტის მორიგ ეპიზოდში შეგიძლიათ.
დადასტურებულად - ჩელსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ალექს სკოტის დამატებას კიდევ ერთხელ შეეცდება! ინგლისელი ნახევარმცველი ლონდონური კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა, ამის შესახებ გავლენიანი ბრიტანული გამოცემები იუწყებიან. შეგახსენებთ, "არისტოკრატებს“ ფეხბურთელის შეძენა…
დადასტურებულად - ინტერს მარკუს ტურამის შენარჩუნება სურს და ფრანგ ფორვარდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს. თავად ფეხბურთელიც განიხილავს მილანურ კლუბში დარჩენის შესაძლებლობას, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ არ შემდგარა. ტურამი ამჟამად სეზონში €6.5 მილიონს (ბონუსების ჩათ…
მილანში ახალი ეტაპი იწყება. მარკუს კრიოშე კარიერას იტალიურ გრანდში გააგრძელებს და 2027 წლის 1 იანვრიდან კლუბის ახალი Head of Football გახდება. მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება ჯერ კიდევ ოქტომბერში შედგა, თუმცა საბოლოო დეტალების მოგვარებას დრო დასჭირდა. ჯერი კარდინალე აინტრახტს…
ინტერი ალესანდრო ბასტონის მომავალთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან ახლოსაა. როგორც იტალიური მედია იუწყება, გასულ კვირას მილანურმა კლუბმა ფეხბურთელის აგენტთან პირველი შეხვედრა გამართა. იტალიელ მცველს ინტერთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, თუმცა მხარეებს ხელშეკრუ…
მიმდინარე სეზონის ფროზინონეზე როცა ვსაუბრობთ, ყველა, რა თქმა უნდა, გიორგი კვერნაძის პერფორმანსსა და სათამაშო ფორმაზე ამახვილებს ყურადღებას. 23 წლის ქართველი ვინგერი საოცარ ფორმაშია და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. კვერნაძის ანგარიშზე 12 ჩატარებული…
ბარსელონაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადება უკვე დაიწყეს. კლუბთან დაახლოებული წყაროების ცნობით, ჰანსი ფლიკმა მხოლოდ ერთი ტრანსფერი მოითხოვა - ცაცია ცენტრალური მცველის დამატება. დეკუ კი საქმეს უკვე შეუდგა და მის სიაში სამი ფეხბურთელი მოხვდა. ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ნიკ…
ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა დეკუმ მედიასთან საინტერესო თემებზე ისაუბრა. "რონალდ არაუხო? ეს საკითხი მომდევნო ზაფხულს უნდა განვიხილოთ. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას. მთავარი ის არის, რომ ბედნიერი იყოს. თუ გადაწყვეტს, რომ ლივერპულში დარჩენა სურ…