დღეს "ავჭალის" სარაგბო სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ნოემბრის ეტაპის პირველ მატჩში კანადის ნაკრებს უმასპინძლა. მატჩი ბორჯღალოსნების გამარჯვებით,59:14 დასრულდა.
ქართველთაგან ლელოები პაპუნაშვილმა, ტაბუცაძემ (2), ნინიაშვილმა, ტაბატაძემ, (საჯარიმო ლელო) გიგაშვილმა, კახოიძემ და კარკაძემ გაიტანეს. ლუკა მატკავამ 6 გარდასხვა შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ ურთიერთშეხვედრებში საქართველომ კანადა რეკორდული სხვაობით დაამარცხა.
14 ნოემბერს "ბორჯღალოსნები" „ავჭალის“ სტადიონზე ტონგას უმასპინძლებენ.



















