ლივერპულთან მოგებული მატჩის და 1/4 ფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ გააკეთა.
"სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ გრძნობას, რაც ჩემმა გუნდმა ენფილდზე მოგებული მატჩით მომანიჭა. მსოფლიოს საუკეთესო გუნდის და პრემიერ ლიგის ლიდერის წინააღმდეგ გავიმარჯვეთ.
ბევრი ამბობს, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები ვართ, მაგრამ რეალობას უნდა შევხედოთ და ვთქვათ, რომ ამ ტიტულის მოსაგებად კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
ევროპაში საუკეთესო გუნდი ჯერ არ ვართ და კიდევ ბევრი რამ გვაქვს დასამტკიცებელი. ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელიც მომავალზეა გათვლილი და ვამაყობ, რომ ამ ახალგაზრდულმა გუნდმა ბრწყინვალე თამაში ჩაატარა", - განაცხადა ალ-ხელაიფიმ.
ფეხბურთთან ახლოს #2 | რატომ უნდა დავრჩეთ B ლიგაში აუცილებლად - ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში მადრიდის „რეალმა“ პსვ დაამარცხა. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიომ გუნდის თამაში შეაფასა და ჯუდ ბელინგემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. "ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ ჯუდ ბელინგემი პლანეტის საუკეთესო ნახევარმცველია. სკანდალია ის ფაქტი, რომ ოქროს ბურ…
კევინ დე ბრუინი დაბრუნდა ეტიჰადზე, თუმცა ამჯერად მეტოქის, ნაპოლის ფეხბურთელის რანგში. დრამატული მატჩი, რომელმაც ვერ გამოავლინა მოგებული, 2:2. ბელგიელმა ფლეიმეიქერმა მოედანზე გაატარა 75 წუთი, მისი პასების სიზუსტე კი იყო ტრადიციულად დიდებული: 38/41, 93%. ნაპოლის გამთამაშებელი დაბრუ…
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტური გაგრძელდება ოთხშაბათის მატჩებით, მთავარ მოვლენად კი შეგვიძლია პარი სენ-ჟერმენისა და რომას დუელი შევრაცხოთ. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან. პარი სენ-ჟერმენი VS რომა | 23:55 პარი სენ-ჟერმენი, რეალ მადრიდთან ერთად ამ მომენტის…
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტურის სამშაბათის მატჩები. საღამოს ცენტრალურმა დაპირიპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა - მანჩესტერ სიტისა და ნაპოლის შეხვედრა 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 2-ჯერ აგებდნენ კიდეც, მაგრამ რაიან შერკისა და აიუბ ბუადის დამსახურებით…
ეროვნული ლიგის 34-ე ტურის პირველი შეხვედრა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც ერთმანეთს გაგრა და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ. ანგარიში 36-ე წუთზე დინამოელთა შემტევმა ანგალისე ბამ გახსნა, თუმცა მეორე ტაიმის სტარტზე გაგრამ ანგარიში გაათანაბრა, თავი გურამ გოშთელი…
დადასტურებულად - ჩელსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ალექს სკოტის დამატებას კიდევ ერთხელ შეეცდება! ინგლისელი ნახევარმცველი ლონდონური კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა, ამის შესახებ გავლენიანი ბრიტანული გამოცემები იუწყებიან. შეგახსენებთ, "არისტოკრატებს“ ფეხბურთელის შეძენა…
ინტერის ნახევარმცველმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ ტრავმა მიიღო. თურქ ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევები დღეს ჩაუტარდა, რომლებმაც მარჯვენა ბარძაყის მომხრელი კუნთების დაზიანება გამოავლინა. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, ჩალჰანოღლუ მოედანს 4 კვირაში დაუბრუნდება. შესაბამისად, 32 წლის ნახევარმ…