საქართველოში ფიფას ტალანტების განვითარების (FIFA TDS) პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სფფ-ის პირველმავიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და ტექნიკურმა დირექტორმა გოჩა თამაზაშვილმა ქუთაისში ფიფას ტალანტების განვითარების სქემის რეგიონალურ კოორდინატორ მარიანს პაჰარსს და ქუთაისში ფიფას აკადემიის ახალ მთავარ მწვრთნელს, კიარან ტონერს უმასპინძლეს.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები აკადემიის მწვრთნელებსა და სკაუტებთან. ქუთაისის აკადემიის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა აქტიური მონაწილეობა მიიღო სასელექციო სამუშაოებში და დაესწრო საწვრთნელ პროცესს.
ქუთაისის აკადემიაში ფიფას ტალანტების განვითარების პროგრამა მიმდინარე წლიდან ამოქმედდება. FIFA TDS-ის ფარგლებში პროგრამაში 2011 წელს დაბადებული ფეხბურთელები ჩაერთვებიან. გამორჩეულად ნიჭიერი ფეხბურთელები სფფ-ის მიერ ჩატარებული სასელექციო პროგრამის შედეგადგამოვლინდნენ.
შეგახსენებთ, მარიანს პაჰარსის პირველი სამუშაო ვიზიტი საქართველოში გასული წლის აგვისტოში შედგა, რის შემდეგაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს FIFA TDS პროექტში ჩართვის შესახებ. ფიფას ტალანტების განვითარების სქემის პროექტს ლეგენდარული მწვრთნელი არსენ ვენგერი ხელმძღვანელობს, რომელიც ამჟამად ფიფას ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობს.
ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-ს დამარცხების შემდეგ მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა მედიასთან საკუთარ ასპარეზობაზე, გუნდში არსებულ მდგომარეობასა და ჟოზე მოურინიოს განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. „ჩემი გოლი? გულწრფელად რომ ვთქვა, თავადაც ვერ ვხვდები, როგორ გავიტანე. ალბათ, ეს ჩემ…
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში მადრიდის „რეალმა“ პსვ დაამარცხა. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიომ გუნდის თამაში შეაფასა და ჯუდ ბელინგემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. "ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ ჯუდ ბელინგემი პლანეტის საუკეთესო ნახევარმცველია. სკანდალია ის ფაქტი, რომ ოქროს ბურ…
კევინ დე ბრუინი დაბრუნდა ეტიჰადზე, თუმცა ამჯერად მეტოქის, ნაპოლის ფეხბურთელის რანგში. დრამატული მატჩი, რომელმაც ვერ გამოავლინა მოგებული, 2:2. ბელგიელმა ფლეიმეიქერმა მოედანზე გაატარა 75 წუთი, მისი პასების სიზუსტე კი იყო ტრადიციულად დიდებული: 38/41, 93%. ნაპოლის გამთამაშებელი დაბრუ…
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტური გაგრძელდება ოთხშაბათის მატჩებით, მთავარ მოვლენად კი შეგვიძლია პარი სენ-ჟერმენისა და რომას დუელი შევრაცხოთ. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან. პარი სენ-ჟერმენი VS რომა | 23:55 პარი სენ-ჟერმენი, რეალ მადრიდთან ერთად ამ მომენტის…
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტურის სამშაბათის მატჩები. საღამოს ცენტრალურმა დაპირიპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა - მანჩესტერ სიტისა და ნაპოლის შეხვედრა 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 2-ჯერ აგებდნენ კიდეც, მაგრამ რაიან შერკისა და აიუბ ბუადის დამსახურებით…
ეროვნული ლიგის 34-ე ტურის პირველი შეხვედრა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც ერთმანეთს გაგრა და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ. ანგარიში 36-ე წუთზე დინამოელთა შემტევმა ანგალისე ბამ გახსნა, თუმცა მეორე ტაიმის სტარტზე გაგრამ ანგარიში გაათანაბრა, თავი გურამ გოშთელი…
დადასტურებულად - ჩელსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ალექს სკოტის დამატებას კიდევ ერთხელ შეეცდება! ინგლისელი ნახევარმცველი ლონდონური კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა, ამის შესახებ გავლენიანი ბრიტანული გამოცემები იუწყებიან. შეგახსენებთ, "არისტოკრატებს“ ფეხბურთელის შეძენა…