კევინ დე ბრუინი დაბრუნდა ეტიჰადზე, თუმცა ამჯერად მეტოქის, ნაპოლის ფეხბურთელის რანგში. დრამატული მატჩი, რომელმაც ვერ გამოავლინა მოგებული, 2:2. ბელგიელმა ფლეიმეიქერმა მოედანზე გაატარა 75 წუთი, მისი პასების სიზუსტე კი იყო ტრადიციულად დიდებული: 38/41, 93%. ნაპოლის გამთამაშებელი დაბრუნდა სახლში, იმ ადგილიდან, რომელიც მის ახალ სახლად ვერ იქცა.
დიახ, "პარტენოპეის" მე-11 ნომერი ახალ სეზონში შეეჭიდა რამდენიმე პრობლემას და მისი წასვლის ალბათობა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ნამდვილად მაღალია. სირთულეები დაიწყო მას მერე, რაც "აძურიმ" ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე წააგო ვილიარეალთან, რის შედეგადაც მასიმილიანო ალეგრისა და "ქეიდიბის" შორის ურთიერთობა დაიძაბა.
იტალიელმა მწვრთნელმა ღიად განაცხადა, რომ 35 წლის ნახევარმცველმა არ შეასრულა მისი მითითება, როდესაც მან თავის შეგირდს დაავალა ცენტრში შემოწევა, რაც სკოტ მაკტომინეის შეტევაში წასვლის შესაძლებლობას მისცემდა. ამის მერე დე ბრუინს მოუვიდა კონფლიქტი ლორენცო ლუკასთან, ასევე ევროპის მთავარი საკლუბი ტურნირის შეხვედრაში, რომელშიც სტადიო დიეგო არმანდო მარადონას მკვიდრები პორტუსთან განადგურდნენ.
ბელგიელმა ნახევარმცველმა იტალიელი თავდამსხმელი გააკრიტიკა ზედმეტი ინერტულობის გამო და ყველაფერი ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა. პრესაში იწერება კევინის ჯოვანი დი ლორენცოსა და რასმუს ჰოილუნდთან კონფლიქტზეც. ერთი სიტყვით, ლეგენდარული ფლეიმეიქერი ალეგრის გუნდში შინაური ვერ გახდა.
ბოლო დეტალი გამოდგა ნაპოლის ნახევარმცველის მეუღლის განცხადება, რომელიც იტალიის სამხრეთში ცხოვრების გამო უკმაყოფილებას ვერ მალავდა. ქალბატონს სოციალურ ქსელებში უმალვე შეუტიეს "პარტენოპეის" ფანებმა, რომლებმაც წყვილის რაც შეიძლება მალე წასვლა მოითხოვეს. "აძურის" მე-11 ნომრის მომდევნო კლუბებად განიხილება ევერტონი, გალათასარაი, პსვ და ინტერ მაიამი.











