ეროვნული ლიგის სეზონის პირველი ნახევარი დასრულდა. მოქმედი ჩემპიონი იბერია სტატუსს ამართლებს, მიმდინარე სეზონშიც საოცარ ფორმაშია და ჯერჯერობით, დაუმარცხებელია.
მე-18 ტურში იბერია გაგრას დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი გოლი გაუშვა, ქამბექი შემოგვთავაზე და ამის მთავარი შემოქმედი იური ტაბატაძე იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა და იბერიას 2:1 მოაგებინა.
ქუთაისის ტორპედომ საკუთარ მოედანზე გარეჯთან 0:2 წააგო. იმერულმა კლუბმა თითქოს კარგი თამაში დაიწყო, თუმცა ზედიზედ 5 მოგების შემდეგ, ჯერ დინამოსთან წააგეს, ახლა გარეჯთან.
მიუხედავად ბევრი პრობლემისა, გიორგი ჭიაბრიშვილი დინამო ბათუმს ნიშას უნარჩუნებს. დღეს მათ შინ კოლხეთი 2:0 დაამარცხეს და მესამე პოზიციაზე გადაინაცვლეს.
ეროვნული ლიგა 2 თვით ისვენებს. იქამდე კი გუნდები ევროტურნირებზე და საქართველოს სუპერთასზე ითამაშებენ.

![[VIDEO] ორი ხუთიანი და ორი შედევრი - საფეხბურთო სამყარო ბელინგემს კვლავ ადარებს ზიდანს](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fq3xFiGcH24WuGq5ywyttLE1oSlTgZoyA.png&w=3840&q=75)









