ბარსელონას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, რეალ მადრიდის შესახებ ახალი კომენტარი გააკეთა და სამეფო კლუბი კატალონიურ გუნდზე ზედმეტი ყურადღების გამახვილებაში დაადანაშაულა.
"რეალმა ჩვენზე საუბარი უნდა შეწყვიტოს. ისინი ბარსელონათი შეპყრობილები არიან. ბოლო ორი წელია, არაფერი მოუგიათ და ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ახლა კლუბის წილის გაყიდვაზეც ფიქრობენ.
მათ საკუთარ პროექტზე უნდა ისაუბრონ და გულშემატკივრებს აუხსნან, რას გეგმავენ, ნაცვლად იმისა, რომ მთელი დრო ჩვენზე საუბრით გაატარონ.
სხვათა შორის, რეალს ბარსელონას სახელის გამოყენებისთვის ჰონორარის გადახდასაც მოვთხოვთ."
აღსანიშნავია, რომ ლაპორტას კომენტარი ფლორენტინო პერესის ბოლო განცხადებებს მოჰყვა. 21 ნოემბერს რეალის პრეზიდენტმა კლუბის გენერალურ კრებაზე კვლავ ისაუბრა ნეგრეირას საქმეზე და ბარსელონა ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ კორუფციულ სკანდალში დაადანაშაულა.
პერესის თქმით, ესპანეთის მსაჯთა სისტემის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ბარსელონასგან 8 მილიონ ევროზე მეტი მიიღო. რეალის პრეზიდენტის აზრით, ეს ფეხბურთში გავლენის მოპოვების მცდელობა იყო.


![[VIDEO] ორი ხუთიანი და ორი შედევრი - საფეხბურთო სამყარო ბელინგემს კვლავ ადარებს ზიდანს](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fq3xFiGcH24WuGq5ywyttLE1oSlTgZoyA.png&w=3840&q=75)







