კონფერენს ლიგის ფაზის მეოთხე ტურში ერთმანეთს იბერია და ხეტაფე დაუპირისპირდებიან. მატჩი 26 ნოემბერს, 21:45 საათზეა ჩანიშნული.
ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ პრესკონფერენცია იბერიას თავკაცმა ლევან კორღალიძემ და ფეხბურთელმა ალექსანდრე ამისულაშვილმა გამართეს.
ლევან კორღალიძე: “ანდრია ბართიშვილი, სამწუხაროდ, ეს სეზონი ვეღარ დაგვიბრუნდება. ბედოშვილი გამოჯანმრთელდა, ვარჯიშობს, მაგრამ დისკვალიფიკაციის გამო თამაშის უფლება ჯერ არ აქვს. იმედოვნებთ, დართავენ ნებას, რომ ითამაშოს.
ასეთი მატჩების წინ ყველა მაქსიმალურად მობილიზებულია. დარწმუნებული ვარ, ხვალ ის შედეგი და თამაში იქნება, რასაც ყველა ელის. გუნდი სწორ გზაზე დგას და პროგრესირებს.
კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წაგავეთ” სტერეოტიპი არ მომწონს და უნდა შეიცვალოს, მაგრამ კოპენგაჰენთან ცუდად არ გვითამაშია. შეგვიძლია, რომ თავი ღირსეულად წარმოვაჩინოთ და კიდევ უფრო განვვითარდეთ. ხეტაფეს ბოლო 5 თამაში კარგად გავაანალიზეთ. დაცვით გუნდად მიიჩნევა, მაგრამ ამ სეზონში ბევრი გოლი აქვს გაშვებული.”
ალექსანდრე ამისულაშვილი: “მოხარული ვარ, რომ ასეთ ადრეულ ასაკში ამ დონის მატჩებში თამაში მომიწია. გუნდი განვითარებაში ძალიან მეხმარება. იმედია, ხვალინდელი შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება. გასახდელში იდეალური განწყობაა.გუნდი ყოველ თამაშში ვითარდება და იმედია, ხვალაც იგივე იქნება."



![[VIDEO] ორი ხუთიანი და ორი შედევრი - საფეხბურთო სამყარო ბელინგემს კვლავ ადარებს ზიდანს](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fq3xFiGcH24WuGq5ywyttLE1oSlTgZoyA.png&w=3840&q=75)






