ბაიერნის ნახევარმცველმა, იოზუა კიმიხმა, ჯამალ მუსიალას გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და კლუბის ხელმძღვანელობა საჯარო კომუნიკაციის ფორმის გამო გააკრიტიკა.
გერმანელი ფეხბურთელის თქმით, მუსიალასთვის ბოლო წელიწად-ნახევარი რთული აღმოჩნდა. მას რამდენიმე ტრავმა და ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, რის გამოც ზედიზედ 4-5 მატჩის ჩატარებაც კი ვერ მოახერხა. კიმიხს ესმის, რომ კლუბს ფეხბურთელის მდგომარეობა აშფოთებს, თუმცა მიაჩნია, რომ მსგავსი საკითხები საჯაროდ არ უნდა განიხილებოდეს.
"კლუბი ყოველთვის პირველ ადგილზეა და ჩვენზე დიდია, მაგრამ ადამიანზე დიდი არ არის. დაუშვებელია, ფეხბურთელს ყველაფერი საკუთარ თავზე გადააბრალონ. ეს ბაიერნის სტილი არ არის. სრულიად გაუგებარია ჩემთვის ის, რაც ახლა მოხდა.
არ არის ისე, რომ მას პრობლემები არაპროფესიონალიზმის გამო აქვს. პირიქით, ის ყოველდღე აქ არის, მაქსიმუმს აკეთებს, ძალიან ბევრს შრომობს და, ვფიქრობ, ნამდვილად სიამოვნებს ჩვენს გუნდში ყოფნა“.
კიმიხმა ასევე აღნიშნა, რომ ეს საკითხი მუსიალასთან ან მის აგენტთან პირადად უნდა განხილულიყო და არა საჯაროდ.
"იმედი მაქვს, ჯამალმა იცის, რომ მთელი გუნდი და კლუბის ხელმძღვანელობა მის გვერდით ვართ", - კიმიხი.



![[VIDEO] არეულობა ბათუმში - ბეშიქთაშის გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Ff6KSfzcz0nBx2WcTduZByB6GaRY9yvLj.png&w=3840&q=75)







