თურქეთში მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს. მიმდინარე ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ პეტრა სიორლინგს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში 2030 წელს ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების შესაძლებლობა და იმსჯელეს მაგიდის ჩოგბურთის კიდევ უფრო განვითარების გზებზე.

შეხვედრას საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნულო ფედერაციის პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე, საქართველოსა და საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



![[VIDEO] არეულობა ბათუმში - ბეშიქთაშის გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Ff6KSfzcz0nBx2WcTduZByB6GaRY9yvLj.png&w=3840&q=75)







