დადასტურებულად - ლივერპული რობინ რისეთი ინტერესდება! გავლენიანი ფრანგული წყაროების ინფორმაციით, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. საუბარი ახალგაზრდა მეკარის აგენტთან პოტენციურ ტრანსფერს შეეხებოდა.
რობინ რისე ლანსის კარის დარაჯია და ევროპაში თავის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. 21 წლის მეკარის მიმართ ინტერესს სხვა კლუბებიც იჩენენ და მოსალოდნელია, რომ ახალგაზრდა კარის დარაჯი 2027/28 წლების სეზონს ახალ გუნდში დაიწყებს.

რობინ რისეს გარდა, ლივერპული სხვა მეკარეების დამატების შესაძლებლობასაც განიხილავს. მერსისაიდელთა ინტერესთა სფეროში ბრაიტონის კარის დარაჯი ბარტ ვერბრუგენი, ლაიფციგის 24 წლის მეკარე მარტენ ვანდევურდტი და პორტუს კაპიტანი დიოგუ კოშტაც არიან. ამასთანავე, კლუბში ახალწვეული ლუკა ბრუმანსისაც სჯერათ, თუმცა ახალგაზრდა მეკარეს წინ კიდევ ერთი იჯარა ელოდება.
რაც შეეხება ლივერპულს, მერსისაიდელები ახალ მეკარეს ეძებენ, რადგან დიდია ალბათობა, რომ ალისონ ბეკერმა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ენფილდი დატოვოს. ბრაზილიელი ფეხბურთელის მსგავსად, გიორგი მამარდაშვილის მომავალიც ზაფხულში გადაწყდება.













![[VIDEO] არეულობა ბათუმში - ბეშიქთაშის გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Ff6KSfzcz0nBx2WcTduZByB6GaRY9yvLj.png&w=3840&q=75)

