გავლენიანი ფრანგული გამოცემების ინფორმაციით, პსჟ ლუკას შევალიეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ რომელიმე კლუბი მის სანაცვლოდ კარგ შეთავაზებას გააკეთებს.
მას შემდეგ, რაც მატვეი საფონოვი გუნდის პირველი ნომერი გახდა, კლუბმა შევალიეს გაყიდვა გადაწყვიტა. 25 წლის მეკარე პარი სენ-ჟერმენიდან წასვლასთან ახლოს ზაფხულშიც იყო, თუმცა მაშინ კლუბმა მის სანაცვლოდ კარგი შეთავაზება ვერ მიიღო და შევალიეც გუნდში დარჩა.

სიტუაცია არც ამ სეზონში შეცვლილა, ლუის ენრიკესთვის პირველი მეკარე კვლავ საფონოვია, რაც იმას ნიშნავს, რომ შევალიე, დიდი ალბათობით პსჟ-ს იანვარში დატოვებს. რაც შეეხება ფრანგის სატრანსფერო ფასს, პარიზული კლუბი ახალგაზრდა მეკარეს დაახლოებით €30-35 მილიონად აფასებს.













![[VIDEO] არეულობა ბათუმში - ბეშიქთაშის გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Ff6KSfzcz0nBx2WcTduZByB6GaRY9yvLj.png&w=3840&q=75)

