გურამ ქუთათელაძე ოქტაგონში ბრუნდება. 6 დეკემბერს, სტოკჰოლმში, AFN-ის თანამთავარ ბრძოლაში UFC-ის ყოფილი წევრი ემერსონ სანტოსს შეხვდება. რა უნდა ვიცოდეთ ქართველი მებრძოლის ბრაზილიელ მოწინააღმდეგეზე? მისი კარიერა მოიცავს 18 ჩხუბს, რომელშიც მოგება მან იზეიმა 11-ჯერ, 7-ჯერ კი წააგო.
"მეთოს" პირველი ნაბიჯები იყო საკმაოდ მძიმე - ზედიზედ ოთხი მარცხი კარიერის სტარტზე, რის შემდეგაც მან გამარჯვებებსაც გაუგო გემო. ყველაზე წარმატებული პერიოდი 37 წლის მებრძოლს ჰქონდა 2017-2018 და 2022-2024 წლებში, როცა მან 2-ჯერ გამოაცხო სერია 4 მოგებით. უკანასკნელ 3 ჩხუბში კი სანტოსმა 2-ჯერ წააგო.
ბრაზილიელი მეტოქე არის საბმიშენის მოყვარული - 11 გამარჯვებიდან 8 სწორედ ასეთი ხერხით იყო. რაც შეეხება "ვიკინგს", შეგახსენებთ, რომ UFC-დან წასვლის მერე ACA-ში მან დაამარცხა ვიქტორ ჰუგო, ასევე კარატეს წესებით ლუკას ალმეიდასა და კადირ დალკირანსაც მოუგო. უკანასკნელი ჩხუბი, რომელიც 34 წლის სპორტსმენს ჰქონდა ისევ შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა ფორმატში იყო ჯერემი კენედისთან, რომელიც მან გადაწყვეტილებით წააგო.













![[VIDEO] არეულობა ბათუმში - ბეშიქთაშის გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Ff6KSfzcz0nBx2WcTduZByB6GaRY9yvLj.png&w=3840&q=75)



