რეალ მადრიდი ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ყალიბდება. ჟოზე მოურინიოს გუნდმა ტურნირის მეხუთე ტურში პსვ ეინდჰოვენი საკმაოდ მარტივად, 5:1 დაამარცხა, ტიერი ანრის კი მიაჩნია, რომ ეს გუნდი სეზონის განმავლობაში კიდევ უფრო ძლიერი გახდება.
"რეალმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ასეთი თამაშით ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი კანდიდატია. კვირიდან კვირამდე ძალიან უმჯობესდება. რეალში რაღაც ხდება, ფრთხილად იყავით", - განაცხადა ანრიმ CBS Sports-ის ეთერში.
განსაკუთრებით დადებითად ანრიმ ჯუდ ბელინგემის თამაში შეაფასა. ინგლისელი ნახევარმცველი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა, მალევე შეძლო გოლის გატანა და გუნდის თამაშში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა.
„ბელინგემი წარმოუდგენელია. მადრიდის რეალში 5-ნომრიანი მაისურის ტარება მარტივი არ არის, თუმცა ის ამას ძალიან მარტივად ახერხებს. არ მჯერა, რომ საკუთარ ქვეყანაში მასში ეჭვი ეპარებოდათ. მან კრიტიკოსებს თავისი თამაშით უპასუხა და ყოველთვის ამტკიცებს საკუთარ შესაძლებლობებს", - აღნიშნა ფრანგმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა.
რეალის პროგრესი ჯეიმი კარაგერმაც შეაქო. მისი აზრით, მოურინიო ძალიან ძლიერ გუნდს აშენებს და მადრიდელები ყოველკვირეულად უმჯობესდებიან. აღსანიშნავია, რომ პსვ-სთან გამარჯვება რეალისთვის ყველა ტურნირზე ზედიზედ მეათე იყო, ჩემპიონთა ლიგაზე კი გუნდს ხუთი მატჩიდან ხუთი მოგება აქვს.




![[VIDEO] ორი ხუთიანი და ორი შედევრი - საფეხბურთო სამყარო ბელინგემს კვლავ ადარებს ზიდანს](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fq3xFiGcH24WuGq5ywyttLE1oSlTgZoyA.png&w=3840&q=75)





